აბაშიძე-კარასინის ფორმატი

თავისუფალი დემოკრატები ზურაბ აბაშიძის უფლება-მოვალეობის განსაზღვრას ითხოვენ

Forbes Georgia

პრეზიდენტთან დღეს გამართული შეხვედრისას თავისუფალმა დემოკრატებმა ქვეყნის საგარეო კურსსა და ზურაბ აბაშიძის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრეს. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები განისაზღვროს, რადგან აბაშიძის დანიშვნის მიზანი ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა იყო და არა ჟენევის ფორმატის ჩანაცვლება.

"განსაზღვრული იყო თავიდანვე, რომ ის პრობლემური პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები, რომელიც რუსეთთან გვაქვს, უნდა წარიმართოს ჟენევის ფორმატით და მხოლოდ ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებზე უნდა ისაუბროს ბატონმა აბაშიძემ. დღეს ეტყობა, რომ ეს შეიცვალა და ვფიქრობთ, ეს ზურაბ აბაშიძის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის დე ფაქტო პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც მას აძლევს ამ უფლებამოსილებას. განვსაზღვროთ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი დავაწესოთ იმაზე, რასაც ემსახურება ზურაბ აბაშიძე. არ გავიდეს ფარგლებს გარეთ და რაც მისი კომპეტენცია და საქმე არ არის, ის არ აკეთოს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ თუ რუსეთი ამას ხელს შეუწყობს, საქართველო მზად არის, გვერდზე გადადოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის საკითხი და პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზებთან და ოსებთან. ამის შესახებ აბაშიძემ გუშინ РИА Новости-სთან ინტერვიუში აღნიშნა. 

 

კომენტარები