ლარის კურსის ვარდნა

თავისუფალმა ზონამ ლარის კურსის ვარდნა გააპროტესტა

რუსთავი 2

თბილისი მერიოტთან, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ბიზნესმენებს ხვდებიან, თავისუფალმა ზონამ აქცია გამართა. ორგანიზაციამ ლარის კურსის დაცემა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების გადადგომაც მოითხოვეს, რადგან, მათი თქმით, ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლები უშუალოდ ისინი არიან. აქციის გამო ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი მერიოტში სხვა შესასვლელიდან შევიდნენ.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები - "რიგითი ლარიანის გადასარჩენად", "გადადგეს მთავრობა", "1$=2.35", "გა-ღარიბ-ებული საქართველო", "ხადურ, წადი", "შეწყდეს ლარის კუპონიზაცია", "გადადგეს უუნარო მთავრობა". 

საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2.26 ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.55. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი, ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ ორ ლარად და ოცდათხუთმეტ თეთრად არის შესაძლებელი.

კომენტარები