საქართველოს ეკონომიკა

ცისკარიშვილი: ხელისუფლებას გარე ფაქტორებზე დაბრალება ძალიან უყვარს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, "2015 წელს იმ ტემპებით, რა ტემპებიც გვქონდა აღებული, ვიქნებოდით გაცილებით უფრო წინ და გაცილებით შორს". როგორც მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, "შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით და ახლა ვუყურებთ ლარს, რომლის იმედიც არავის არ აქვს".

ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების "გარე ფაქტორებზე დაბრალება ძალიან უყვარს". მან გაიხსენა 2008 წლის ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებასაც შეეძლო მსოფლიოსკენ ხელის გაშვერა და სიტუაციის გაუმჯობესების ლოდინი.

"მაგრამ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს" - განაცხადა ცისკარიშვილმა და არსებული სიტუაციიდან გამოსავლად ფინანსურ-ეკონომიკური დეკრიმინალიზაცია, გადასახადების კლება და სხვადასხვა რეგულაციების გაუქმება დაასახელა.

კომენტარები