საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

აბაშიძე: საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უკრაინელი ხალხის გვერდით იდგეს

timer.ge

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უკრაინელი ხალხის გვერდით იდგეს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომელიც კიევში სოლიდარობის მარშზე დასასწრებად ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მასთან ერთად პარლამენტის წევრებიც მივიღებთ მარშში მონაწილეობას.  შარშან ამ დროს მთელი საქართველო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გულშემატკივარი, ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. დღეს ეს ბრძოლა ისევ გრძელდება და ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა უკრაინელი ხალხის გვერდით ვიდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრები და ხელისუფლება. გამოვხატოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა“- განაცხადა აბაშიძემ.

უკრაინაში სოლიდარობის მარშისთვის სამზადისი მიმდინარეობს.  კიევში უკვე ჩავიდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები