ლარის კურსის ვარდნა

კუბლაშვილი: ეკონომიკურ გუნდს მომავალი არ აქვს, თუმცა ისინი არ გადადგებიან

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პავლე კუბლაშვილი თვლის, რომ მთავრობას ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბიუჯეტის შევსებაში დაეხმარა.

"ხელოვნურად ვინმე არყევდა თუ არა ლარს და იყენებდა თუ არა ამას ბიუჯეტის შესავსებად, ფაქტი ერთია, რომ ბიუჯეტის შევსება მეტწილად გაუადვილდა მთავრობას იმის გამო, რომ ლარი დაეცა", - აღნიშნა კუბლაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარების გამო პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მომავალი არ აქვს, კუბლაშვილს მათი გადადგომა არარეალურად მიაჩნია.

"დღემდე თუ რამე გვინახავს ეკონომიკური გუნდისგან, მთავრობისგან, ეს იყო მხოლოდ ჯიბრის პოლიტიკა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, ვიღაც მაინც გაიგონებს. იცოდნენ მაინც, რომ არსებობს აქედან გამოსავალი, თორემ ამ ეკონომიკური გუნდის პირობებში, ამ პრემიერის გუნდის პირობებში, თუმდაცამ საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში,რა შედეგებზე უნდა ვილაპარაკოთ... მთვარობის ეკონომიკურ გუნდს მომავალი არ აქვს. სამწუხაროდ,დარწმუნებული ვარ, რომ არ გადადგებიან. ისინი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ისინი არიან ანგარიშვალდებულები მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სანამ ბიძინა ივანიშვილი ქაჯანასავით არ დაუძახებს, წადით სახლშიო, ისინი ფეხის მომცვლელნი არ არიან თავიანთი სკამებიდან. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ქამრებს შემოიჭერენ. რომელი ქამრების შემომჭერები არიან, პრემიებით, ხელფასების მატებით და საკუთარი ნათესავების დასაქმებით არიან ორი წელი დაკავებულები", - თქვა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები