საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

საგანელიძე: პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში ზვიად კვაჭანტირაძე გაემგზავრება

ტაბულა

გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში ზვიად კვაჭანტირაძე გაემგზავრება - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

“მე კონსულტაციები არავისთან არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტი მიდის უკრაინაში. მას სურვილი ჰქონდა, რომ პარლამენტის წევრებიც წასულიყვნენ. ვიცი, რომ ოპოზიციიდან მიბრძანდებიან დავით ბაქრაძე და ზურაბ ჯაფარიძე.  ჩვენ, უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე წავიდეს უკრაინაში”, - განაცხადა საგანელიძემ

უკრაინაში 20 თებერვლიდან მაიდნის მოვლენების წლისთავი აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით კიევში ღირსების მარში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც მიიღებს.

კომენტარები