ლარის კურსის ვარდნა

ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ სამი თეთრით გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.18 (2.1771) თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა დღეს სამი თეთრით გაუფასურდა.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვალს დადგენილი კურსი 2.15 (2.1472) ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციამ ვერ შეაჩერა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ გამოიწვია. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები