ლარის კურსის ვარდნა

ლარი კიდევ ექვსი თეთრით გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 20 თებერვლიდან ერთი აშშ დოლარი 2.1472 თეთრი ეღირება. ეროვნული ვალუტა კიდევ ექვსი თეთრით გაუფასურდა.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 19 თებერვალს დადგენილი კურსი 2.0839 ლარი იყო. სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი, ერთი დოლარის შეძენა 2.22 თეთრად იყო შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის გაუფასურება სებ-ის ინტერვენციამ ვერ შეაჩერა. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები