მთავრობის სხდომა

პრემიერი: მოწოდებული ვართ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს

ჩემი დავალებით, უკვე რამდენიმე თვეა, მთავრობის ეკონომოკური გუნდი მუშაობს რეგიონების განვითარების გეგმაზე. ჩვენ თითოეული რეგიონი დეტალურად შევისწავლეთ, აღვწერეთ მათი რესურსები და პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ მარტის თვიდან დავიწყოთ ამ გეგმების პრეზენტაცია, ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო ბიზნესთან, კერძო სექტორთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მთავრობა და კერძო სექტორი ვითანამშრომლებთ, სუბსიდირებას გავუკეთებთ ძალიან ბევრ პროექტს რეგიონებში, რომელიც გამოიწვევს რეგიონების გამოცოცხლებას და სამუშაო ადგილების შექმნას. წელს ასევე ველოდებით, რომ პროგრამა აწარმოე საქართველოში მაქსიმალურად გავააქტიუროთ, რაც შეიძლება მეტი საწარმო შევქმნათ ერთობლივად. მთავრობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ვართ აბსოლუტურად მოწოდებული, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები