ლარის კურსის ვარდნა

ლარი კვლავ გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

აშშ დოლართან მიმართებით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 17 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0512 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 16 თებერვალს დადგენილი კურსი 2.03 ლარი იყო. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0,021 ლარი შეადგინა. 

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს.

კომენტარები