ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, უკრაინას რეაქცია უნდა ჰქონდეს

სამწუხაროა, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. წუხილს იმის გამო გამოვთქვამ, რომ პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. თუმცა, ამაშიც ტრაგიკული არაფერია. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მაქსიმალურად დავეხმაროთ. 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნაზე.

კომენტარები