ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ვოლსკი ივანიშვილზე: "აღარ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ

ტაბულა

"არ დამირეკოთ ნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებლები, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოს და პოლიტიკურ გუნდს". – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს. 

12 იანვარს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის ამჯერად მართლა წავიდა პოლიტიკიდან და ყოფილ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მისთვის რჩევისთვის აღარ დაერეკათ. 

"აქ პატარა არავინ არ არის, რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს გამოწვევებს". – თქვა გია ვოლსკიმ. 

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა. გადაწყვეტილებაზე მან მოგვიანებით, 12 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუა, თუ არ ჩავთვლით უცხოურ გამოცემებს, რომელთაც უკვე შეუთანხმდა. 

კომენტარები