...ბიძინას ნუ დამაპირისპირებთ, მისი აზრი ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა. მე ჩემი აზრი მაქვს. საგანგაშო და კატასტროფული ნამდვილად არაფერი ხდება. მე მიმაჩნია, რომ დიდი წინსვლა არ არის ეკონომიკის მიმართულებით. ფუნდამენტური პრობლემები ჩვენი მოსახლეობის - უმუშევრობა, სიღარიბე, რაღაც ბარბაროსული კრედიტების ტვირთი, მას ისევ აწევს. თუმცა, მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ფაქტორია, რომ ტერორი და წეწვა, 10 ათასი ბიზნესი დაანგიორიეს იმათმა, აღარ არის. უმძიმესი მემკვიდრეობაა წინა პოლიტიკური რეჟიმის და მე მესმის, რომ ამას დრო უნდა, რომ გამოსწორდეს და წინ წავიდეს. სხვათა შორის იმიტო ვაკრიტიკებ ჩვენს პარლამენტს, რომ მათი და ქვეყნის პრიორიტეტები და დღის წესრიგი სრულად განსხვავდება. ჩვენთვის სიღარიბის დასაძლევად საჭიროა ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ამისთვის უნდა შემოვიღოთ გონივრული საბაჟო პროტექციონალიზმი... პარლამენტარები სხედან და მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბუსუსებიანი პრეზერვატივები, ჩოხაზე ვატაროთ თუ რა ხანჯლები, ჰიმნის მოსმენის დროს ქუდი მოვიხადოთ თუ არ მოვიხადოთ, მოსმენის ღილაკები, ოჯახური ძალადობა – ეს შემოგდებული თემებია...
tbl.ge/1nl
დაკოპირდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში
ამავე თემაზე
- UK-ს სანქციების შემდეგ, ქართულმა ბანკებმა მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები დაგვიბლოკეს - ვასაძე
- ლევან ვასაძის წიგნი "უძლურის დღიური" რუსული წიგნის ბაზრობის რჩეულებს შორის მოხვდა
- ვასაძე: დამიდგინდა მძიმე დაავადება – გამოიწვია თუ არა სამხედრო ტექნოლოგიამ, ვერ გავარკვევ
- ვასაძე: ახალგაზრდებს ჩვენით აშინებენ ისინი, ვისაც საერთოდ მათი მოტაცება უნდათ
- ვასაძე პრეზიდენტს: სანამ კიდევ რაიმე უბედურებას დაგმართებენ, ხომ არ ჯობს, გადადგეთ?!




