ლევან ვასაძე

ვასაძე პრეზიდენტს: სანამ კიდევ რაიმე უბედურებას დაგმართებენ, ხომ არ ჯობს, გადადგეთ?!

მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვართ რა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, მინდა, აქედან მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონი ბრძანდებით, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით, ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას - გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფოში არსებობს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, თქვენ ბევრის არაფრის უფლება გეძლევათ. მაგრამ გვაოცებს, რომ იმ უფლებების ფარგლებში მაინც, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, თქვენ არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს. მე არ ვიცი, თქვენ გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან უპრაგონოდ გამოშვება, თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა, ვილაპარაკო, თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მაგრამ მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ, კიდევ ერთხელ, კორექტულობის დაცვით - რადგან საზღვარი არ უჩანს ამ უბედურებას ჩვენს თავს, რადგან ყველაფერს, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს აქ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგცეს ბრძანება, რომ შეიწყალოთ ის ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ ჯობია, ქალბატონო სალომე, რომ დაანახოთ თქვენს ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამათ, ქე მაინც იმით, რომ გადადგეთ ამ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი თქვენი ქვეყნისა და ერის წინაშე

პუტინისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, 9 აპრილის ბაღში გამართულ აქციაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

კომენტარები