...ქართველობა არის ერთ-ერთი ძველი ეროვნება, რომლის კულტურა და ისტორია მნიშვნელოვნად არის დაფუძნებული ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, როგორც მთელი ევროპა. ქართველობა ჩემთვის პირადად ნიშნავს ნორმალურობას და ტრადიციული საზოგადოების ღირსეულ წევრობას... როდესაც არ შეიძლება სიტუტუცე და უზრდელობა, როდესაც კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, შვილი უნდა სცემდეს პატივს მშობლებს, არ უნდა იყოს გამუდმებით ადამიანების ერთმანეთზე თავით დაჯახება ეთერში... როდესაც ისედაც გაწვალებული ჩვენი მოსახლეობა მოდის სახლში, ტელევიზორს საღამოს რომ ჩართავს, უნდა დაისვენოს, ფსიქიკა დაიწყნაროს, რაღაც კარგი ნახოს, რაღაც განათლება მიიღოს. იმის მაგივრად, რომ ვიღაც ტელეეკრანიდან გადმოყოს თითი, ჩაუყოს სულში და უჩიჩქნოს ყველზე ბინძური ვნებები. აიყოლიოს, ააგდოს, გაანერვიულოს და მერე მიაჯინოს კომპიუტერთან, რომ ანონიმური რაღაც სახელებით ზიზღის და ცინიზმის გაუთავებელ ნაკადს ანთხევდეს...
tbl.ge/1mq
დაკოპირდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართველობის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში
ამავე თემაზე
- UK-ს სანქციების შემდეგ, ქართულმა ბანკებმა მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები დაგვიბლოკეს - ვასაძე
- ლევან ვასაძის წიგნი "უძლურის დღიური" რუსული წიგნის ბაზრობის რჩეულებს შორის მოხვდა
- ვასაძე: დამიდგინდა მძიმე დაავადება – გამოიწვია თუ არა სამხედრო ტექნოლოგიამ, ვერ გავარკვევ
- ვასაძე: ახალგაზრდებს ჩვენით აშინებენ ისინი, ვისაც საერთოდ მათი მოტაცება უნდათ
- ვასაძე პრეზიდენტს: სანამ კიდევ რაიმე უბედურებას დაგმართებენ, ხომ არ ჯობს, გადადგეთ?!




