თბილისის საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარე ბოდოკიას დაკავებაზე: კანონდარღვევა არავის ეპატიება

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, "კანონდარღვევა არავის ეპატიება". გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი გუნდის წევრი იქნება თუ პოლიტიკური ოპონენტების წარმომადგენელი, ყველა თანაბრად პასუხისმგებელია კანონის წინაშე", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს.

კომენტარები