ლარის კურსის ვარდნა

ლარი კიდევ გაუფასურდა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

აშშ დოლართან მიმართებით ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 11 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0421 ლარად იქნება შესაძლებელი. 

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 9 თებერვალს დადგენილი კურსი 2.0346 ლარი იყო. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0075 ლარი შეადგინა.

კომენტარები