დროებითი საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა დეპუტატებმა არ გაიზიარეს.

საპარლამენტო უმცირესობა გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით, "იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე" საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

კენჭისყრის დროს უმცირესობის ეს ინიციატივა დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს და საკითხი საბოლოოდ ჩავარდა.

კომენტარები