კრიზისი უკრაინაში

მერკელი და ოლანდი კიევსა და მოსკოვს ახალ სამშვიდობო გეგმას წარუდგენენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიევში მიემგზავრებიან, სადაც ახალ სამშვიდობო გეგმას წარმოადგენენ. ამის შესახებ ოლანდმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი გეგმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სამშვიდობო გეგმაზე სასაუბროდ მერკელი და ოლანდი მისკოვში, პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიან.

უკრაინაში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავიდა. ჯონ კერი მოლაპარაკებას ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს. სამშვიდობო გეგმასთან ერთად, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი იქნება. ამერიკის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ თეთრ სახლში ამ თემაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს.

კომენტარები