საქართველო-უკრაინა

ბაქრაძე: მე და კლიმკინმა საქართველო-უკრაინის საგარეო პრიორიტეტები განვიხილეთ

http://greece.mfa.gov.ge/

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა. შეხვედრაზე უკრაინისა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტზე - ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. მხარეებმა გაზაფხულზე რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საკითხები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

"განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური კუთხის პრიორიტეტები, რაც უკავშირდება ჩვენი ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ასევე რიგის სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიმდინარეობას. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას უკრაინასა თუ საქართველოში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები