ბელგიური გაზეთის Het Laatste Nieuws-ის რედაქციამ ისლამისტების მუქარის წერილი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ИТАР-ТАСС-ი თავად გამოცემის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერილის ავტორი, რომელიც ანონიმად რჩება, მინიშნებებს აკეთებს, რომ ის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაახლოებული პირია. ის აფრთხილებს რედაქციის წარმომადგენლებს, რომ ბელგიაში ბომბებია და მანქანების აფეთქებები დაიწყება. ის იმუქრება, რომ ბელგიაში იგივე მოხდება, რაც საფრანგეთში მოხდა. წერილის ავტორი სატირულ გამოცემა Charlie Hebdo-ზე ტერორისტულ აქტს გულისხმობს.
ბელგიის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
ტერორისტული აქტი ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე 7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა 12 ადამიანი - 10 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი მოკლეს.





