გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჭანჭათში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის დაკრძალვიდან ახალდაბრუნებულ ცინცაძეს ხუთი ტყვია ესროლეს. ის თავდასხმისას მეგობრის სახლში იმყოფებოდა. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





