ომი უკრაინაში

მოსკოვი: პოროშენკომ პუტინის სამშვიდობო წინადადებებს არ უპასუხა

AP

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვლადიმირ პუტინის სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც ძალთა დაშორიშორებას ეხებოდა, უარი თქვა.
„რუსეთს მხარე გამოვიდა წინადადებით, რათა სასწრაფოდ დაიწყოს მძიმე შეიარაღების გაყვანა კონფლიქტის ხაზიდან", - ნათქვამია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში. უწყება აღნიშნავს, რომ მოსკოვო მზად იყო „მოხალისეებზე" თავისი გავლენა გამოეყენებინა და დაერწმუნებინა ისინი ამ გეგმას დათანხმებოდნენ.

ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, რუსეთმა, ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით, უკრაინელ სამხედროებს გადასცა საკუთარი „წინადადებები", სადაც ტექნიკის გაყვანის კონკრეტული გრაფიკი იყო გაწერილი.

„პუტინის გზავნილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. უკრანელმა ძალოვნებმა კი უარყვეს მათთვის გადაცემული წინადადებები და დონეცკის საარტილერიო დობომბვა გააგრძელეს, რითაც საფრთე შეუქმნეს მშვიდობიან მოქალაქეთა და ეუთო-ს დამკვირვებელთა სიცოცხლეს", - აღნიშნავს რუსეთს საგარეო უწყება.

ამავე განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი განმარტავს, რომ დონეცკის აეროპორტი, რომლის გარშემო ბოლო დღეებში მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს, პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკის საარტილერიო დაბომბვების (რასაც უწყება „დანაშაულებრივ ქმედებებს" უწოდებს) შეწყვეტის მიზნით ჩაიდგეს ხელში. „უკრაინელმა სამხედროებმა კი, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რათა დონეცკის საცხოვრებელ უბნებს კვლავაც ცეცხლი გაუხსნან", - აღნიშნავს რუსეთის საგრეო უწყება.

მოსკოვი ცეცხლის  დაუყოვნებლივ შეწყვეტას და "სიჩუმის რეჟიმის" განახლებას მოითხოვს. 

პეტრო პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილსი შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც ისაუბრა. მისი თქმით, პოროშნეკომ წერილი „სამშვიდობო წინადადებებით" პარასკევს დილით მიიღო, თუმცა აქამდე მასზე პასუხი არ გაუცია.

 

 

კომენტარები