ქართული პროდუქცია რუსეთში

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: რუსეთში ქართული მწვანილი შევა

rebootwithjoe.com

ბერლინის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში  გამართული მოლაპარაკებების დროს,  საქართველოს სურსათის ერვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დენკვერტამ  ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, მხარეები საქართველოდან რუსეთში მწვანილის ექსპორტთან დაკავშირებულ წესებზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ლაბორატორიული ექსპერტიზის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებამდე, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ მწვანილის ფიტოსანიტარიული სერთიფიცირების წინმსწრებ პროცედურებს. პროდუქციას, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას, ყველა საჭირო ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება როსსელხოზნადზორის დაქვემდებარებაში არსებულ მცენარეთა კარანტინის ცენტრში. 

შეხვედრის დროს ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორისს სასოფლო-სამეურნეო საქონლის არსებული ტვირთბრუნვა, განიხილეს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თევზის, თაფლის, მზესუმზირის, სიმინდის და მწვანილის ექსპორტის შესაძლებლობა. 

კომენტარები