ქართული პროდუქცია რუსეთში

ონიშჩენკო საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი და მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებული „სისტემური საკითხების“ მოსაგვარებლად. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იუწყება.

ონიშჩენკოს განცხადებით, მოლაპარაკებებს ამ საკითხზე მოსკოვში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან 4 თებერვალს გამართავს. მისი თქმით, მან დელეგაციის შემადგენლობის სია უკვე მიიღო და ქართული მხარის მზადყოფნით კმაყოფილია.

ონიშჩენკო აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლას ამ მოლაპარაკებების შემდეგ გეგმავს.

 

კომენტარები