ქართული პროდუქცია რუსეთში

სარაჯიშვილი რუსეთის ბაზარზე დააბრუნებას ცდილობს

 ქართული კომპანია ”სარაჯიშვილის”  მიერ წარმოებული კონიაკი შესაძლოა რუსეთის  ბაზარზე დაბრუნდეს. ამის შესახებ სააგენტო ”ინტერფაქსს” რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განუცხადა.  მანვე  განმარტა, რომ  კომპანია ”სარაჯიშვილმა” საკუთარი პროდუქციის შესამოწმებლად ოფიციალურად მიმართა როსპოტრებნადზორს. ონიშენკომ გამოთქვა ვარაუდი, რომ  ”სარაჯიშვილის”  პროდუქციის  შესამოწმებლად საქართველოში რუსი ექსპერტების ვიზიტს გამორიცხული არაა საქართველოს ხელისუფლებამ შეუშალოს ხელი. თავის მხრივ, კომპანია ”სარაჯიშვილის გენერალურმა დირექტორმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა  დაადასტურა , რომ  რუსეთს მის ბაზარზე პროდუქციის დასაბრუნებლად  პირველად 2006 წელს მიმართა, მეორედ კი  დაახლოებით ერთი თვის წინ. 

კომენტარები