ობამას და კამერონის ოპ-ედი

კამერონი და ობამა: გაბედულ პასუხს გავცემთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა The Times-ში დაბეჭდილ ერთობლივ ოპ-ედში უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმეს და ვლადიმირ პუტინი რეგიონში "დესტაბილიზაციის მცდელობაში" დაადანაშაულეს.

"ჩვენ კვლავაც გაბედულ პასუხს გავცემთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში. თუ საერთაშორისო სამართლის ასეთი ფუნდამენტური დარღვევები დავუშვით, ყველანი დავზარალდებით არასტაბილურობით, რომელიც ამის შედეგი იქნება. ჩვენი მყარი, ერთიანი და შეუცდომელი მესიჯია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს არ დაუჭერს რუსეთის მცდელობას, შექმნას უკრაინაში დესტაბილიზაცია", - ვკითხულობთ სტატიაში.

ობამა და კამერონი პირობას დებენ, რომ კვალავაც გაგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას, რათა კრიზისი პოლიტიკური გზით მოგვარდეს. ორი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ იმასაც, რომ უკრაინის მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებენ.

"რუსეთი ცდილობს, აიძულოს უკრაინა, უარი თქვას საკუთარი დემოკრატიის უფლებაზე და განსაზღვროს საკუთარი მომავლის კურსი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი დემოკრატიული მომავალი და უნდა მივმართოთ ძალისხმევა იმისკენ, რომ უკრაინამ შესაძლებლობები გაზარდოს", - წერია წერილში.

კომენტარები