ობამას და კამერონის ოპ-ედი

კამერონი და ობამა: არ დავუშვებთ, თავისუფლების ხმა დაახშონ

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა The Times-ში ერთობლივი ოპ-ედი - "არ დავუშვებთ, თავისუფლების ხმა დაახშონ" - გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ისინი ისლამისტი ექსტრემისტების "დამახინჯებული იდეოლოგიის" წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. ოპ-ედი კამერონის ვაშინგტონში ორდღიან ვიზიტს მოჰყვა.

"მაშინ, როცა ჩვენ ვხედავთ ფანატიკოსებს ან ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა ალ ყაიდა, ისლამური სახელმწიფო ან ბოკო ჰარამი, ვერ ვიქნებით დაშინებული ექსტრემისტების მიერ. ჩვენ დავამარცხებთ ამ ბარბაროს მკვლელებს და მათ დამახინჯებულ იდეოლოგიას", - წერენ ობამა და კამერონი სტატიაში, რომელიც პარიზში ტერაქტებიდან 1 კვირის შემდეგ დაიბეჭდა.

"ჩვენს ფრანგ მოკავშირეებთან ერთად, მკაფიოდ განვმარტავთ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დახშობა თავისი ძალადობით, რომ ჩვენი ხმა უფრო ხმამაღალი გახდება", - აღნიშნავენ წერილში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.

კომენტარები