პარკირება

ნარმანია: ტროტუარებზე ავტომანქანის პარკირების საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამის სამსახურებს ვიწრო ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება დაავალა. როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეები მიმართავენ მერიას, რომ ხშირია ტროტუარებზე უკანონოდ პარკირებული ავტომანქანები. ამასთან, თბილისის მერის თქმით, წინა მთავრობამ დაახლოებით 2 000-მდე ადგილი გასცა ტროტუარებზე, სადაც ოფიციალურად ნებადართულია პარკირება. 

"არის ძალიან ბევრი ადგილი, ვიწრო ტროტუარი, სადაც ავტომანქანების პარკირებამ შექმნა დამატებითი დისკომფორტი ფეხით მოსიარულეებისთვის. მინდა, შესაბამის სამსახურებს დაგავალოთ, რომ ეს საკითხი დროულად მოაგვაროთ. პირველ რიგში, წარმომიდგინეთ ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, სადაც ვიწროა ადგილები და დამატებით მანქანების პარკირებამ შექმნა დისკომფორტი და სადაც პრაქტიკულად გადაადგილება შეუძლებელია", - განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები