დიდთოვლობა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: გზებზე შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცენტრალურ მაგისტრალებზე შეუფერხებლად არის შესაძლებელი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.

გარკვეული შეზღუდვები რჩება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღადგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. ქვეშეთი-სეთურების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობის მიმართულებით შემდეგი სამკილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით მიღო. ამ დროისათვის, ზვავსაშიშროების რისკი მინიმუმამდეა დასული. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - აცხადებს გზების დეპარტამენტი და აღნიშნავს, რომ დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

კომენტარები