უამინდობა საქართველოში

მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი ლატვიელი ტურისტები გამოიყვანეს

AP

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ჯვრის უღელტეხილზე ჩარჩენილი ორი ლატვიელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ. უწყების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამაშველო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 112-ში შევიდან შეტყობინება, რომ ორი ტურისტი ჯვრის უღელტეხილიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

კომენტარები