შობა

ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობასა და ნათლისღებას ულოცავს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს. პრემიერი მისალოც წერილს აქვეყნებს.

"გულითადად ვულოცავ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ ვქმნიდით საკუთარ ისტორიას, ვამყარებდით ურთიერთპატივისცემას, ძმობას, სიყვარულს და მჯერა, სწორედ ამ გზით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას", - აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი. 

კომენტარები