ინფლაცია

2014 წლის დეკემბერში სურსათზე ფასი 2,5%-ით გაიზარდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატმა დღეს 2014 წლის დეკემბრის თვის ინფლაციის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დეკემბერში სურსათის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ფასი ხილსა და ყურძენზე, სადაც ფასი წინა წელთან შედარებით 21%-ით არის გაზრდილი. სულ დეკემბრის თვეში ეროვნული ვალუტის ინფლაციამ 2% შეადგინა.

სურსათზე, ხილსა და ყურძენზე ფასების ზრდას ძირითადად სეზონური მიზეზები აქვს.

ჯანდაცვის სფეროში ფასები 6,7%-ით გაიზარდა. დეკემბერში თამბაქოს ფასის 2,5%-იანი ზრდაც მოხდა. 

ფასების ზრდასთან ერთად ზოგიერთ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები წინა წელთან შედარებით შემცირებულია. აქედან ყველაზე თვალსაჩინო 5,5%-იანი შემცირება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასებზე აისახა, რაც ზამთრის თვეებში ძირითადად საახალწლო ფასდაკლებებს უკავშირდება. ფასები 1,7%-ითაა შემცირებული ტრანსპორტის სექტორშიც, რაც წლის ბოლოს მომხდარი საწვავის გაიაფებით აიხსნება. 

2014 წელს ინფლაციის დონე ყველაზე მაღალი 4,8% სექტემბრის თვეში იყო, ხოლო მინიმალური 2%-იანი ინფლაცია ივნისსა და დეკემბერში დაფიქსირდა.

 

კომენტარები