თავისუფალი დემოკრატები

ალასანია: პრემიერი უუნაროა და გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის

ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ის რომ მცირდება ინვესტიციები და მე პირველ რიგში ამას ვუკავშირებ იმას, რომ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილების მიღების სწორი სისტემა. პრაქტიკულად პრემიერმინისტრი არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს ხელისუფლებაში და ის ვერ იღებს ადგილზე გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე ვერც აკეთებს დელეგირებას გადაწყვეტილების, ეკონომიკური გუნდი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უწყება. ამ უწყებებში არის უკვე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. როდესაც შენ ვერ წყვეტ საკითხს, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებაზე არ გინდა ხელი მოაწერო... ერთი-ორი მინისტრის შეცვლა არაფერს შეცვლის და რაც მთავარია, თვითონ პრემიერი არის უუნარო და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც არ აქვს. ეს არის უბედურება კიდევ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელი არ არის

განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და ღარიბაშვილის მთავრობის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის კომენტირებისას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას

კომენტარები