აზერბაიჯანი

აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა რადიო თავისუფლების ოფისი დახურეს

rferl.org

რადი თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ოფისი პროკურატურამ დალუქა. რადიოს მუშაობა შეჩერებულია.

რადიო თავისუფლების ცნობით, დღეს დილით ოფისში პროკურატურის ათამდე წარმომადგენელი გამოცხადდა. მათ განაცხადეს, რომ ხელზე აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება ბიუროს დახურვის შესახებ, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.

პროკურატურის თანამშრომლებმა ოფისი დალუქეს, გახსნეს სეიფი, ამოიღეს ორგანიზაციის ბეჭედი და დოკუმენტები. თანამშრომლები ჯერ ერთ ოთახში მოათავსეს, შემდეგ კი ოფისის დატოვება მოსთხოვეს.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებთ, ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, რომელსაც გენერალურ პროკურატურის განსაკუთრებით მძიმე დანაშულის სამმართველო იძიებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა დააკავეს, მას ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდება წაუყენეს.

აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ჩხრეკები ასევე ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციების IREX -ის, , Oxfam-ის და დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის ოფისებში. სამივე ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა.

კომენტარები