საკონსტიტუციო სასამართლო

უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ კანდიდატურა ვერ დაამტკიცა

kvira.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოასამართლედ წარდგენილი მერაბ ტურავა პარლამენტმა კვორუმის არარსებობის გამო არ დაამტკიცა.

კენჭისყრის დროს მერაბ ტურავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 69-მა დეპუტატმა 20-ის წინააღმდეგ. ტურავას კანდიდატურის დასამტკიცებლად კი 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მერაბ ტურავას კანდიდატურა პარლამენტს განსახილველად ფრაქცია ქართულმა ოცნებამ 8 დეკემბერს წარუდგინა.

მერაბ ტურავა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. ის უზენაესი სასამართლოდან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაითხოვეს.

კომენტარები