რუსული ოკუპაცია

მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალთან საერთო სპეცსამსახურებს შექმნის

Getty Images

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხდებულ რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების შემადგენლობაში შევა. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვედომოსტი იუწყება, რომელმაც ხელშეკრულების პროექტი მოიპოვა.დოკუმენტის თანახმად, ე. წ. სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის შეარაღებული ძალების შემადგენლობაში, უშიშროების კომიტეტი კი ეფესბეს შემადგენლობაში შევა. თუმცა, ადგილობრივი წვევამდელები სამსახურს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაივლიან. ხელშეკრულების პროექტი ასევე როკის გვირაბთან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას და რუსეთის მხრიდან ცხინვალის სოციალური ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხდებულ რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების შემადგენლობაში შევა. ამის შესახებ რუსული გამოცემა ვედომოსტი იუწყება, რომელმაც ხელშეკრულების პროექტი მოიპოვა.

ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ასეთი ვარიანტი განიხილება, თუმცა მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. რამდენიმე დღის წინ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელი სავარაუდოდ იანვარში მოეწერება.მოსკოვი-ცხინვალის ხელშეკრულებას თბილისში ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ნოემბერში მოსკოვსა და აფხაზეთს შორისაც გაფორმდა.

კომენტარები