კრიმინალი

მთაწმინდაზე ცივი იარაღის გამოყენებით მოზარდებმა ერთმანეთი დაჭრეს

Getty Images

მთაწმინდის რაიონში, ალ. ჭავჭავაძისა და ზუბალაშვილების ქუჩის კვეთაზე დაახლოებით 14-15 წლის ბიჭებმა ერთმანეთი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც მათ ცივი იარაღი გამოიყენეს. ერთი  მოზარდი მუცელში მძიმედ არის დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები