რუსეთის ეკონომიკა

რუსი მილიარდერებიდან ყველაზე დიდი ზარალი წელს ლეონიდ მიხელსონმა ნახა

Andrey Rudakov / Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით რუსეთის 20 უმდედრესი ადამიანის სიიდან ყველაზე მეტი წაგება ბიზნესმენმა ლეონიდ მიხელსონმა ნახა, მისი დანაკარგი წელს $8,7 მილიარდი შეადგენს.

59 წლის მიხელსონი ენერგოკომპანია Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორია, მისი კომპანია რუსეთში ბუნებრივი აირის მეორე ყველაზე დიდი მომპოვებელია.

მიხელოსნთან ერთად წაგება რუსეთის თითქმის ყველა უმდიდრესმა პირმა ნახა, რომლის მოცულობამაც უკვე $62 მილიარდი შეადგინა. წაგება რუსეთის უმდიდრესმა პირმა ალიშერ უსმანოვმაც ნახა, მისმა წაგებამ $6,8 მილიარდი შეადგინა. უსმანოვი რუსეთის მოერე უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის MegaFon-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და კომპანიის 20%-წილსაც ფლობს. MegaFon-ის აქციების ღირებულება გასული წლის მანძილზე 58%-ით შემცირდა. 

Bloomberg-ის ცნობით ოლეგ დერიპასკა არის ერთადერთი რუსი მილიარდერი, რომელმაც 2014 წელს საკუთარი ქონება გაზარდა. დერიპასკა ალუმინის მწარმოებელი კომპანიების დირექორია, მათგან უმსხვილესი კი რუსეთის უდიდესი ალუმინის საწრამო Rusal-ია. დერეიპასკას ქონება წელს $855 მილიონით გაიზარდა.

კომენტარები