უკრაინის კრიზისი

პოროშენკო, პუტინი და მერკელი მინსკის მოლაპარაკების განახლებაზე შეთანხმდნენ

AFP

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკება ამ კვირაში, 24 და 26 დეკემბერს გაიმართება. ასეთ შეთანხმებას, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიაღწია პეტრო პოროშენკომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ფრანსუა ოლანდთან და ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას.

მხარეები შეთანხმდნენ მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულების, მათ შორის, მძიმე შეიარაღების გაყვანისა და ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ.

ამავე დროს, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში დაძაბული რჩება. სეპარატისტები უკრაინული ძალების პოზიციებს ისევ ბომბავენ. გასულ ღამეს ქალაქ მარიუპოლთან რკინიგზის ხაზი ააფეთქეს, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა და საზღვაო პორტის მუშაობა შეჩერდა.

კომენტარები