უკრაინის კრიზისი

ლუკაშენკო პოროშენკოს: ბელორუსი უკრაინის დასახმარებლად ყოველთვის მზადაა

Belarussian President Alexander Lukashenko speaks to the media at a polling station during local election in Minsk
Vasily Fedosenko / REUTERS

ბელორუსი უკრაინის დასახმარებლად ყოველთვის მზადაა. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს განუცხადა.

"მინდა, რომ უკრაინაში ყველაფერი კარგად იყოს. თქვენ პრეზიდენტი ხართ და გტკივათ, მეც მტკივა და აქედან გამომდინარე ვამბობ. ამიტომაც, კიდევ ვიმეორებ: რაც საჭირო იქნება ბელორუსისგან - მითხარი და ერთი დღის განმავლობაში ყველაფერს გაგიკეთებთ, რასაც გვთხოვ. საჯაროდ ვამბობ - რაც უთხოვია უკრაინის პრეზიდენტს, ყოველთვის ყველაფერი გაგვიკეთებია. ასე იქნება მომავალშიც. ეს ჩვენთვის თამაში არ არის. ჩვენ მეზობლები ვართ, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ნათესავი ხალხი ვართ. ამბობენ, რომ აი, ლუკაშენკოს რაღაცის ეშინია. მე არ მეშინია. მოდით, ეს ყველაფერი არასაჯაროდ გავაკეთოთ. მოდით საერთოდ ნურავის ვეტყვით, არამედ ყველფერი საიდუმლოდ გავაკეთოთ, ოღონდ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი", - უთხრა პოროშენკოს ლუკაშენკომ.

კომენტარები