აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ვაშინგტონში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რაფიტიკაციაზე იმსჯელეს

რუსთავი 2

ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რაფიტიკაციის შესახებ იმსჯელეს. მათ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებაც განიხილეს, რომელსაც აშშ უკანონოდ ცნობს. იმსჯელეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობაზეც. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საზღვრისპირა რეგიონებში ამერიკა დახმარებას გაზრდის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მარკ ტონერის თქმით, "საქართველოსთვის მნიშნელოვანი დღეა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. შეერთებული შტატები ამ პროცესს მხარს ვუჭერთ. დღეს ჩვენ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ ვიმსჯელეთ".

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შემდეგი სხდომა მომავალ წელს გაიმართება, ერთმანეთს უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფები შეხვდებიან.

კომენტარები