უკრაინის კრიზისი

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც რუსეთის წინაღმდეგ ახალ სანქციებს და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ვაშინგტონი ახალი სანქციების დაუყოვნებლივ შემოღებას არ გეგმავს და შესაბამის ზომებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავებს.

თუმცა, დოკუმენტი აძლევს ადმინსტრაციას დამატებით უფლებამოსილებას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. ბარაკ ობამა რუსეთს კვლავ მოუწოდებს, დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია და ანექსიის მცდელობა და შეწყვიტოს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერა. "მოსკოვის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების შემთხვევაში მზად ვართ, სანქციები გავაუქმოთ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებში.

ვაშინგტონის გადაწყევეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა მოსკოვში. "ბარაკ ობამას მიერ კანონის ხელმოწერამ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, შესაძლოა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა დიდი ხნით გააუარესოს",- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგა ჯინ კერისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

კომენტარები