ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტ რიჩარდ ჩარნეცკის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომი პერიოდის გეგმებზე იმსჯელეს.

"საუბარი ასევე შეეხო ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ. რიჩარდ ჩარნეცკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამას გარდა, მხარეებმა ყურადღება იმ რეფორმებსა და ვალდებულებებზე გაამახვილეს, რომლებიც ქართულმა მხარემ ასოცირების შეთანხმების მიხედვით უნდა განახორციელოს. ასევე აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ პერიოდის განმავლობაში მიაღწია. შეხვედრას საქართველოს დელეგეციის წევრები ესწრებოდნენ",- იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდება.

კომენტარები