ლარის კურსის ვარდნა

ლარი კვლავ გაუფასურდა: ერთი აშშ დოლარი 1,91 ლარი ღირს

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 1,91 ლარი ღირს, დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 5 თეთრით გაუფასურდა. 

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ნოემბრის თვეში ექსპორტის შემცირებაა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია. ასევე ნოემბრის თვეში 16%-ით არის შემცირებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. უცხოური ვალუტის შემოდინება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

ლარის გაცვლითი კურსის ვარდნის შესაჩერებლად გასული თვის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $80 მილიონი გაყიდა. 

კომენტარები