ცესკოს წევრის ვაკანტური თანამდებობა

პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე კიდევ ორი კანდიდატი წარადგინა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნინო თათრულაიძისა და დიმიტრი ჯავახაძის კანდიდატურები წარადგინა.

"იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 ნოემბერს წარდგენილ ორ კანდიდატს - ლევან ტურაშვილსა და ზურაბ ხრიკაძეს მხარი არ დაუჭირა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით პარლამენტს წარედგინა იმავე კონკურსში მონაწილე ორი სხვა კანდიდატურა",- იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში დღეს გაიგზავნა.

კომენტარები