ცესკოს წევრის ვაკანტური თანამდებობა

პარლამენტმა ცესკოს წევრობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ლევან ტურაშვილისა და ზურაბ ხრიკიძის კანდიდატურები ჩააგდო.

დეპუტატებმა აღნიშნულ კანიდატურებს მხარი არ დაუჭირეს. ლევან ტურაშვილს კენჭისყრაზე მხოლოდ 37 დეპუტატმა მისცა ხმა, ერთი წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ზურაბ ხრიკაძეს, მან კენჭისყრაზე მხოლოდ 38 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურას. მან კენჭისყრაზე 91 ხმა არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

კომენტარები