საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში შთამბეჭდავია. მისი თქმით, არცერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი, თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური, ლარის კრიზისია. ამის შესახებ მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"გუშინ როგორც აღვნიშნე ბრიფინგზე, ის ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს რეგიონში, არის მართლაც შთამბეჭდავი - 5.2% არის ზრდა რეალური, წლის ბოლომდე ასე დაჯდება, უფრო მეტიც შეიძლება. გუშინ მე გავაკეთე ჩამონათვალი ქვეყნების, სადაც ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენთან და ზრდა აქვთ გაცილებით დაბალი. ასე რომ, ამის წარმოჩინება არის აუცილებელი. საფუძველი არცერთ ჩვენს ოპონენტს არ აქვს, თქვას, რომ ქვეყანაში თითქოს ეკონომიკური კრიზისია, ლარის კრიზისია და ა.შ., პირიქით, ჩვენ მართლაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მოსახლეობისთვის მინდა, ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონომიკურ/პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი - სამეზობლოში. ბუნებრივია, ყველაფერი ეს ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე და ა.შ", - თქვა პრემიერმინისტრმა.




![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)
