ლარის კურსის ვარდნა

კვირიკაშვილი: გაგებით შევხედოთ იმ მოვლენებს რაც ქვეყანაში ხდება

გაგებით შევხედოთ იმ მოვლენებს რაც ქვეყანაში ხდება - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილმა მიმართა ყველა მოქალაქეს და კომპანიას, რომელზეც გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია ლარის კურსის ცვლილებამ და სთხოვა გაგებით შეხედონ იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება. მისი განცხადებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია, აქედან გამომდინარე, უარყოფით სიურპრიზებს მომავალში აღარ უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსს 5 პუნქტით აღემატება. საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.06 ლარია, ყიდვის – 1.98. რაც შეეხება ლიბერთი ბანკს – 1 დოლარის შეძენა 2.07 ლარი ღირს, 1 დოლარის გაყიდვა კი – 1,98 ლარი. დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს. სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.00 ლარად ყიდულობენ, 2.05 ლარად კი ყიდიან.

კომენტარები