თეორემა

გაქცეული ლარი და საქართველოს ეკონომიკა

ლარი ვარდნას განაგრძობს, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. მთავრობა ამტკიცებს რომ ყველაფერი კარგადა, თუმცა ხალხის დარწმუნება რთულდება - გუშინ ფინანსთა მინისტრს და მთავრობის წარმომადგენლებს მოსახლეობის ნაწილი აქციით დახვდა.

ხელისუფლების რეაქცია ცხადყოფს, რომ მათ ოდნავაც არ ანაღვლებთ იმ ადამიანების გასაჭირი, რომლებიც მაგალითად შემოსავალს ლარში იღებენ, ხოლო ფინანსურ ვალდებულებები დოლარში აქვთ დასაფარი - იქნება ეს კრედიტი, ბინის ქირა, ვალი. ამას ემატება პირველადი მოხმარების პროდუქტზე გაზრდილი ფასებიც. ამ სიტუაციაში, ერთადერთი რაზეც ბიძინა ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს ისაა, რომ ტაბულამ არ უნდა გაიხაროს.

რეალურად, ტაბულას ჟურნალისტებს სასიხარულოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ, განსხვავებით 7 მილიარდის დოლარის მფლობელისგან, ჩვენ ხელფასს ლარში ვიღებთ და ლარის მსყიდველობითუნარიანობა პირდაპირ აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე.

ჩართვა: რომან გოცირიძე

კომენტარები